13:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 20:24:47, 731 ნახვა

სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, დღეს ეროვნულ გვარდიაში სწავლების პროცესი ოპერატიულ დონეზე განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ. ეროვნულ გვარდიაში ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანური რესურსებითა და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერაა. ხვალიდან კი, აქტიური ფაზა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც კრიზისზე რეაგირების გათამაშება მოხდება.

ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე - ეროვნულ გვარდიაში, შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა თბილისის ზღვაზე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიმდინარეობს.

„კოლხიდა 2017“-ს ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. მასში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics