12:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 15:58:07, 1068 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. დღეს, „კრწანისში“  გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა და სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სწავლება სიმულაციური სისტემა JCATS-ის დახმარებით ხორცილდება და   თავდაცვითი ოპერაციების დროს მართვა-კონტროლისა და სამხედრო-სამეთაურო გადაწყვეტილეების პროცესის დახვეწას ისახავს მიზნად. წვრთნებში V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადაც მონაწილეობს.

სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს, თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ხორციელდება. V ქვეითი ბრიგადისა და მისი ქვედანაყოფების შტაბები სამხედრო ოპერაციების სწორ დაგეგმვაში ვარჯიშობენ.

სამეთურო-საშტაბო სწავლება  ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ 25 მარტამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics