11:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:55:48, 792 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეკლამა Dicovery Channel-სა და სხვა პოპულარული ტელეარხების ეთერში ტრიალებს

აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა.

 აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეო რგოლი Discovery channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში 1 სექტემბრიდან ტრიალებს.

მათივე ინფორმაციით, ტელეარხები პოპულარულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მაგალითისთვის, მხოლოდ  Discovery Channel-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სამიზნე ბაზრებზე 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს. ვიდეო რგოლი გადის იმ ქვეყნებში, საიდანაც აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ესენია აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. ვიდეო რგოლში ზღვაზე დასვენების გარდა, მთაზე, ეკოტურიზმზე, ფოლკლორსა და სამზარეულოზე კეთდება აქცენტი.

„ჩვენი მიზანია ტურისტები აჭარაში არასაზღვაო პერიოდშიც მოვიზიდოთ. რეგიონს ნამდვილად შეუძლია შესთავაზოს მოგზაურებს მრავალფეროვანი და საინტერესო ეკოტურისტული, გასტრონომიული და კულტურული ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით. ამას ემატება ფესტივალები და კულტურული ღონისძიებებიც, რომლებიც აჭარაში სექტემბერ-ოქტომბერში იმართება და ანებივრებს სტუმრებს  კინო, ფოტო, მუსიკალური თუ კულტურული ღონისძიებებით. ჩვენი კვლევებიც აჩვენებს, რომ ჩვენთან ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმრავლესობა, რომლებიც რეგიონს კმაყოფილები ტოვებენ, აჭარაში ყოფნისას სწორედ კულტურული, გასტრონომიული და ეკოტურისტული ტურიზმით ინტერესდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.   

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics