2015-03-11 16:48:06, 391 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყოველგვარი პირადი კომფორტი უნდა დავივიწყოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე ე.წ. ქამრების შემოჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ადმინისტრაციულ ხარჯებზე ეკონომია უნდა გააკეთონ და ყოველგვარი პირდი კომფორტი უნდა დაივიწყონ. "ხსნებული ქამრების შემოჭერა, რაზეც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, რემონტი, ახალი ავეჯი, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების.წარმომადგენლობით ხარჯებზე 20% იქნება დაზოგილი, საწვავის ხარჯზე-30%. უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ძვირადღირებული მანქანების შეძენისგან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან