2015-03-10 17:25:24, 498 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველო ცდილობს, რომ სამართლიანი სავიზო პოლიტიკა ჰქონდეს
„საქართველო ცდილობს, რომ მისი სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საქართველო ცდილობს, რომ მისი სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი, თანამედროვე და იმართებოდეს იმ წესებისა და რეგულაციებით, რაც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ ნორმებთან. ყველა ქვეყანა ცდილობს ხელი შეუწყობს ტურიზმსა და ბიზნესს, მაგრამ ამავე დროს წინ აღუდგეს ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ამ ქვეყნებს. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა არის ქსენოფობიური. შეიძლება არის გარკვეული წარმატებები და წარუმატებლობები, მაგრამ მთავრობა ამაზე მუშაობს“,-განაცხადა ნორლანდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან