2015-03-01 16:52:27, 518 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე მის ნათლულებს მოუწოდებს, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მის ნათლულებს მოუწოდებს, გაჭირვებულ ადამიანებს ტანსაცმლით, საჭმლითა და თბილი სიტყვით დაეხმარონ.
პატრიარქმა მის ნათლულებსა და მათ მშობლებს 7 მარადმწვანე ნერგის – კედარის ან ნაძვის დარგვა დაავალა.
„მრავალი ადამიანი მწოლიარეა, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, ზოგიერთ წყლის მიმწოდებელიც კი. ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევა ლოცვა–კურთხევა, გამონახეთ ასეთი გაჭირვებული ადამიანი და კვირაში ერთხელ მაინც მიდით, მიხედეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ, საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით. ჩემს ნათლულებს, მის ოჯახებს ევალებათ, რომ თქვენი შვილების საკეთილდღეოდ, 7 მარადმწვანე ნერგი დარგოთ, კედარის ან ნაძვის“, – ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან