09:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 11:04:25, 543 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ

საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისგან ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ.

საგრანტო ხეშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა მოაწერეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას  ითვალისწინებს.  გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულება უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპრეაციო ხარჯებს.

„ მოხარულები ვართ, რომ ამ  გრანტის მეშვეობით ვეხმარებით საქართველოს.  შეთანხმებისთანახმად,  დაცულ ტერიტორიების რეინჯერებს გადაეცემათ ახალი აღჭურვილობა, ასევე თანამშრომლებს  გაეზრდებათ ხელფასები  და განახლდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics