2016-05-03 14:17:02, 1137 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიები დაბომბა - გარდაცვლილია 6 ტერორისტი
თურქულმა ჯარმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა, - ამის შესახებ AP იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ეს საარტილერიო იერიში თურქულმა ჯარმა ქალაქ კილის დაბომბვის საპასუხოდ განახორციელა.
ცნობისთვის, გუშინ "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი კილისი დაბომბა. დაჯგუფებამ ქალაქში 2 რაკეტა ჩამოაგდო, რომელთაგან ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც სახლი დაიწვა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის მხრიდან საპასუხო დარტყმას 6 ტერორისტი ემსხვერპლა. ბოლო რამდნეიმე თვის განმავლობაში ქალაქი კილისი რამდენჯერმა დაიბომბა, რასაც 20 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან