11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 17:46:09, 3810 ნახვა

მსოფლიო
Reuters: მოჯტაბა ხამენეი უარს ამბობს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

Reuters-ის ცნობით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უარს აცხადებს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მედია წერს, რომ ეს წინადადება მას ორი შუამავლის მეშვეობით გადაეცა.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის სხდომაზე თქვა, რომ "მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ იქნება, ვიდრე აშშ და ისრაელი მუხლებზე არ დადგებიან, არ აღიარებენ დამარცხებას და არ დათანხმდებიან კომპენსაციის გადახდას".

წყაროს არ დაუკონკრეტებია, ესწრებოდა თუ არა მოჯტაბა ხამენეი სხდომას პირადად.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიჭრა.  

6 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი უკავშირდებოდა აშშ-ს, თუმცა გაურკვეველია, აქვთ თუ არა ამ პროცესში ჩართულ ირანელ ოფიციალურ პირებს შეთანხმებების გაფორმების მანდატი. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზოგადად არ არის წინააღმდეგი ირანთან მოლაპარაკებების.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics