09:07 - 20 Apr, 2026
|
2025-08-19 14:40:32, 1357 ნახვა
სამართალი
ოკუპირებულ არცევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული სოფელ არცევის ე.წ. „შინაგან საქმეთა დეპარტამენტის“ თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულმა „უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“. ინციდენტი 18 აგვისტოს საღამოს სოფელ არცევში მოხდა. საქართველოს მოქალაქე 1992 წელს დაბადებული მამაკაცია. „მისი ვინაობა დადგინდა, რის შემდეგაც დაკავებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს გადასცეს“, - წერენ ადგილობრივი მედია. ამ ფაქტის დაწერის მომენტისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომენტარი არ გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)