10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 13:00:11, 1620 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს

ბაზისბანკის განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, მე-12 წელია ბაზისბანკის სახელობითი სტიპენდიები გადაეცემათ.

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო აქტივობებში.

საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.

ბაზისბანკსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემაა.

„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-12 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ბაზისბანკის სტიპენდიები არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ერთგვარი აღიარება და სტიმულია სტუდენტებისთვის, რომლებიც დიდ ძალისხმევას დებენ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იმატებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდენობა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, 12 წელი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics