22:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 14:35:27, 2043 ნახვა

სპეციალური ანონსი
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით მიუნხენს ეწვევა

​თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 7 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კახა კალაძე ასევე, დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსებია განთავსებული.

„მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში მომავალი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იგეგმება.

დღეის მდგომარეობით, დედაქალაქს ემსახურება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 234 ერთეული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსი. 2024 წლის ბოლომდე ქალაქს ეყოლება MAN-ის მარკის 400-მდე ავტობუსი, რაც ავტობუსების მთლიანი პარკის, დაახლოებით, 40% იქნება.

ამ ეტაპზე, თბილისის ავტოპარკი, ჯამში, 860 ავტობუსს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics