21:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 20:51:09, 1589 ნახვა

კომენტარი
ხერხეულიძე ხაბეიშვილზე - მეგობარო ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას, ორივე მხარის თანხმობა სჭირდება

მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო, - ასე გამოეხმაურა ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც მას ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან გაუგზავნა.

ხერხეულიძის თქმით, ყველაზე ბევრი წერილი სააკაშვილისგან მას აქვს მიღებული, თანაც ისეთები, რომლის შინაარსიც ბევრს არ მოეწონება, მაგრამ არასდროს უკადრებია გამოქვეყნება.

„მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით“, - წერს ეკა ხერხეულიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics