14:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-12 13:24:04, 3509 ნახვა

სხვადასხვა
ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადრიდის ცენტრში ლგბტ უფლებების უკეთესი დაცვის მოთხოვნით

ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადრიდის ცენტრში ლგბტ უფლებების უკეთესი დაცვის მოთხოვნით ჰომოფობიური თავდასხმების სერიის შემდეგ, რომელმაც შოკში ჩააგდო ესპანეთი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა მზარდია და სულ უფრო ძალადობრივი ხდება.

აქციაზე გამოსული ხალხი ცისარტყელას დროშებს აფრიალებდა და ატარებდა ბანერებს წარწერით: "სამართლიანობა", "შეეხე ერთ ჩვენგანს, გვეხება ყველას", "ჩვენ გვხოცავენ, თქვენ დუმხართ".
”ჩვენ აქ ვართ, რომ გავაპროტესტოთ უწყვეტი ჰომოფობიური თავდასხმები და მუდმივი აგრესია, რომლებიც ხდება ყოველ დღე მადრიდის და ესპანეთის სხვა ქალაქების ქუჩებში,” - თქვა აქციის მონაწილე გაბრიელ ესკრიბანომ.
პარასკევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მთავრობის წევრების, თემთა ლიდერებისა და პოლიციის მონაწილეობით საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემცირების გზებზე იმსჯელეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, 2014 წლიდან ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics