14:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 22:57:07, 7093 ნახვა

სხვადასხვა
Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად აღიარა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად აღიარა. - ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

"რუსეთის ხელისუფლება, კრემლის ცნობილი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიმართ ატარებს, შეუბრალებელ კამპანიას, რაც მის დევნაში გადაიზარდა. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოს ნავალნი, რომელიც დღეს ბერლინიდან დაბრუნდა და რამდენიმე ხნის წინ, მოსკოვში იქნა დაკავებული. ამ მოთხოვნის შესურულებამდე Amnesty International-ი რუს ოპოზიციონერს სინდისის პატიმრად აცხადებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ Amnesty International-ი ითანამშრომლებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და წამყვან სახელმწოფოებთან, რათა ზეწონა განახორციელონ რუსეთის ხელისუფლებაზე.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მეუღლესთან ერთად შერემეტოვოს აეროპორტში დააკავეს. - რუსი ოპოზიციონერის დაკავება შერემეტოვოს აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას იქნა დაკავებული. 
ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია, მას შემდეგ რაც ადვოკატთან ერთად შეამოწმეს, მოსაცდელში გაუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics