23:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 20:15:36, 8230 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის პანდემიის გამო სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს. აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის).

ამასთან, მთავრობის მხრიდან განსხვავებული რეკომენდაციების მიღებამდე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. მოქალაქეებს განცხადებებისა და საჩივრების შემოტანა 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე info@ombudsman.ge  და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე - 1481.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics