11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 18:02:33, 1309 ნახვა

სხვადასხვა
სასჯელაღსრულების დაწესებულებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემული გაზეთების შეტანა იწყება

9 მარტიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოში მათივე მშობლიურ ენაზე გამოცემულ გაზეთებს შეიტანენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელი პატიმრები გაზეთ „რეგიონ პრესს“ (აზერბაიჯანულენოვანი), გაზეთი „ვრასტანს“ (სომხურენოვანი)  და გაზეთ „გიურჯისტანს“ მიიღებენ. 

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოცემული გაზეთების შეტანის მიზანია პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics