2015-03-02 18:34:32, 624 ნახვა
სამართალი
დედის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა
დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აქედან 4 პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, ხოლო 4-ს სასჯელი გაუნახევრდება. კომისიამ სულ 572 პატიმრის განცხადება განიხილა. მომდევნო კვირას კიდევ ერთი ახალი შეწყალების აქტი გამოქვეყნდება.
"სულ პრეზიდენტმა შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი.მათგან 4 შეიწყალა სრულად, ისინი გათავისუფლდებიან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ხოლო 4 მსჯავრდებული ქალბატონი შეწყალებულია სასჯელის განახევრების კუთხით",-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან