03:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:44:46, 999 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, სასტუმროებშია გადაყვანილი

„საქართველოს 120-მდე მოქალაქე  გადაყვანილია სასტუმროებში  და ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ საქართველოში“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ჟურნალისტებს თურქეთში მომხდარ ტერორისტულ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ავიაკომპანიებთან მუსაობს იმისთვის, რომ  საქართველოში ჩამოიყვანონ მოქალაქეები.

"ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში, ამ წუთის მონაცემებით ქართველი დაზარალებულები არ გვყავს, რაც კარგია და ამავე დროს ჩვენ ვიაზრებთ სრულად იმ ვითარებას,  რომელიც თურქ ხალხს აქვს",- აღნიშნა  ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics