2016-05-24 17:54:54, 903 ნახვა
სხვადასხვა
პარიზში Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
პარიზში ამერიკული კორპორაცია Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ The Guardian საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჩხრეკა Google-ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
ამერიკული კომპანიის პარიზის ოფისში ჩხრეკა IT-სპეციალისტებმა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
ცნობისვის, ფინანსური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2015 წლის 16 ივნისს დაიწყო. საფრანგეთის საგადასახადო სამსახური აცხადებს, რომ კომპანია Google-მა საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქმიანობის მიუხედავად.
გამოძიებასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იცავს ფრანგულ კანონმდებლობას და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან