09:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 22:32:03, 1139 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თითქმის გარდაუვალია

"უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თითქმის გარდაუვალია" - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

სააკაშვილის თქმით, იმ ხალხს, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, აქვთ არჩევნების მოგების შანსი და ეს ოლიგარქებს და კლანებს "ანერვიულებს".

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობა არის ძალიან მაღალი. დღესაც გამოჩნდა, რომ თითქმის გარდაუვალია. ახლა იქნება ეს 2 თვეში, თუ 6 თვეში, ყველა შემთხვევაში მოხდება. დღეს იმ ხალხს, ვინც არის შეკრებილი ჩემს გარშემო, აქვს შანსი, ნებისმიერი არჩევნები უკრაინაში მოიგოს. ეს იციან კარგად კლანების და ოლიგარქების წარმომადგენლებმა და ამიტომ ძალიან განერვიულებულები არიან. მთელი მათი პროპაგანდა მომართულია ჩემს წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს," -  განაცხადა სააკაშვილმა.     





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics