2016-04-12 17:15:20, 1222 ნახვა
მსოფლიო
ბელგიელმა პოლიციელებმა ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ორივე პირს ბრიუსელში მცხოვრები ტერორისტების თავშესაფართან აქვს კავშირი, ეტერბეკთან, სადაც 9 აპრილს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა.
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობა და მკვლელობები ედებათ ბრალად.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 22 მარტს, ტერაქტების სერია განხორციელდა. პირველი ტერაქტი ბრიუსელის აეროპორტში მოხდა, სადაც 2 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც აფეთქება ქალაქის მეტრო სადგურ მოლბეკზე განხორციელდა. ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან