2016-04-08 17:29:34, 1052 ნახვა
მსოფლიო
სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 175 კაცი სიკვდილით დასაჯა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში 175 კაცი სიკვდილით დასაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედია საშუელბის ინფორმაციით, ტერორისტებმა 300-მდე ადგილობრივი რამდენიმე დღის წინ დაატყვევეს და დამასკოსთან ახლოს მდებარე ცემენტის ქარხნიდან გაიტაცეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 175 მათგანი მოკლეს.
"ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე მედია საშუალებამ ვიდეო მასალაც გაავრცელა და ირწმუნება, რომ კადრები ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული. ეს ქარხანა სირიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ამ რაიონზე თავდასხმები გაააქტიურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან