2016-03-31 18:14:31, 773 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სასროლეთზე ტაქტიკური სწავლება გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის I ასეულის ტაქტიკური სწავლება გაიმართა. ჯარისკაცები ოთხი კვირის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიოდნენ. წვრთნები ამოცანის შემდგომი განხილვით ხვალ დასრულდება. დღევანდელი პრაქტიკული სწავლება კი, ქვედანაყოფმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით ჩაატარა.
სწავლების განმავლობაში ასეული ტაქტიკურად გადაჯგუფდა. ჯარისკაცებმა ყურადღება კოლექტიურ დავალებებზე გაამახვილეს. ასევე განახორციელეს რეიდისა და ჩასაფრების ოპერაცია.
სწავლების მიზანია ოცეულის დონეზე სამეთაურო რგოლმა და პირადმა შემადგენლობამ სწრაფადცვალებად, ოპერატიულ გარემოში დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს და პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები გააანალიზოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან