2026-03-16 12:28:00, 2039 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - საქართველოში ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე შეჩერებულია.
კალასმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება, რის გამოც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, მინისტრები დღეს დამატებით საპასუხო ზომებს განიხილავენ.
„ვითარება უფრო სერიოზული ხდება. ამიტომაც, 6 მარტიდან შევუჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით“, -განაცხადა კაია კალასმა.
ეს გადაწყვეტილება არის პირველი მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ რეპრესიულ კურსს კონკრეტული პოლიტიკური და დიპლომატიური ფასი მოჰყვება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,