21:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 23:45:36, 13082 ნახვა

კომენტარი
კობახიძე სერიოზულად ამბობს, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური

მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან და მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით. 
 
„აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა გაგრძელებაა ჩაფიქრებული ამ ყველაფრის უკან. ჩანს, რომ კეთდება მკვეთრი განცხადებები და ამ მკვეთრ განცხადებებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. რა არის ეს მიზანი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, მაგრამ აქაც მოვერიდებით ჩვენი დასკვნების გასაჯაროებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან დაკავშირებით, მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს საქართველოზე ექნება გავლენა. როგორი გავლენა ექნება, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროდ, რაც ჩანს, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის. მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics