13:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 13:47:12, 1003 ნახვა

მსოფლიო
შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა უპირატესობა გაზარდეს

ამერიკელებმა პრეზიდენტობის რჩეული კანდიდატები გამოავლინეს. შიდაპარტიული არჩევნები ამჯერად 5 შტატში ჩატარდა და ლიდერებიც გამოიკვეთა.

"რესპუბლიკელებს" შორის პირველ ადგილზე დონალდ ტრამპია, დემოკრატების“ მხარდამჭერებმა კი ხმა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მისცეს. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონკურენტები 5-დან 4 შტატში დაამარცხა.

„რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რჩეული 5 შტატში გამოავლინეს. გადამწყვეტი ბრძოლა მილიარდერმა დონალდ ტრამპა მოიგო, რომელმაც 3 შტატში, ილინოისში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდაში გაიმარჯვა და მხარდამჭერთა რიცხვი 99%-მდე გაზარდა.

"ჩვენს პარტიას გავაერთიანებთ. ნამდვილად ხდება ის რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ უდიდეს პოლიტიკურ მოვლენად აქცევს. ყველა ამას წერს მთელს მსოფლიოში და მინდა ყველას მივულოცო. ეს რთული და საინტერესო პროცესია. ჩვენ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ. არაფერია ისეთი ცუდი როგორც ტყუილი. ამაზრზენია, ასეთი ჟურნალისტობა, თუმცა ყველა ჟურნალისტი არ არის ასეთი ცუდი. ჩვენ მაინც წინ მივიწევთ მოგებისკენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

დაპირისპირება წარმატებული მათ შორის ჰილარი კლინტონისთვისაც აღმოჩნდა. მან გამარჯვება 5-დან 4 შტატში მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics