2016-03-10 20:37:05, 1733 ნახვა
მსოფლიო
დუბაიში ამინდი უარესდება, ქუჩებში წყლის დონემ 2 მეტრს გადააჭარბა
დუბაიში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქუჩები დატბორა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი. წვიმის ძლიერი ნაკადის გამო, ჩამოინგრა შენობების სახურავები.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელ სახლებში შეაღწია. დატბორილია მანქანები, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო დაიხურა სკოლები, უამინდობის შედეგად ამ დროისთვის ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩებში წყლის დონე სწრაფად მატულობს, ამ დროისთვის 2 მეტრს გადააჭარბა.
დუბაიში სტიქიის შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან