2024-07-11 21:39:04, 934 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით პირველად გავიდა
დღეს, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით პირველად გავიდა. ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქედის მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით l ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ.
"ახალი ავტობუსი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
07:45 საათი ბათუმი-ქედა;
18:00 საათი ქედა-ბათუმი.
ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და შშმ პირებისათვის ადაფტირებული ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე ყოველდღე იმოძრავებს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი ავტობუსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით შეიძინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),