2015-02-06 19:10:31, 571 ნახვა
პოლიტიკა
მიუნხენის 51-ე უსაფრთოხების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
“დარღვეული წესრიგი”- მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. გახსნით სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, 400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.
მიუნხენის 51- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია- საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური პრობლემა.
მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან