2015-02-05 14:40:34, 562 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი "ნაციონალურ მოძრაობაზე": მკვდრები არიან, მაგრამ მაინც სცდილობენ ზიანი მოგვაყენონ
"„ნაციონალური მოძრაობა" მაგონებს სულხან-საბას არაკს „მაოხრებელი გზირი“- მკვდრები არიან, მაგრამ მაინც სცდილობენ ზიანი მოგვაყენონ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ „მათ არაფერი გამოუვათ“.
„ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსურნე ბუნებრივია, ბევრია. ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" მაგონებს, სულხან-საბას ერთ არაკს „მაოხრებელი გზირი“-მკვდრები არიან, მაგრამ მაინც სცდილობენ ზიანი მოგვაყენონ, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ“,-აღნიშნა სუბარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან