10:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 12:29:04, 808 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები უკვე იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია. ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ მემორანდუმს მხარეების მიერ დღეს იუსტიციის სახლში  მოეწერა ხელი. პირველ ეტაპზე, სატესტო 2 თვიან რეჟიმში, სერვისი  მარნეულის  იუსტიციის სახლში იქნება ხელმისაწვდომი.
ახლადდანერგილი სერვისი მომხმარებლისთვის იუსტიციის სახლის საშუალებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რიგი მომსახურების  მიწოდებას გულისხმობს  და მისი მიღება  სხვა  უკვე არსებულ  400-მდე სერვისთან ერთად მინიმალურ დროში, მაღალი ხარისხის მომსახურებით იქნება შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ირაკლი ლომიძის განცხადებით,  იუსტიციის სახლი სერვისის წარმატებით დანერგვისათვის მზადაა, რისთვისაც  აღნიშნული სერვისის მიმართულებით უკვე გადამზადდა კადრები,  რათა მომხმარებელს მომსახურებასთან  ერთად  კვალიფიციური კონსულტაციის მიღებაც შეეძლოს.
"იუსტიციის სახლი  აგრძელებს აღებულ კურსს და მუდმივ  რეჟიმში აფართოებს იმ 400-მდე სერვისის ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.  სერვისის დანერგვამდე ჩვენ დეტალურად  მოვიკვლიეთ  მომხმარებლის მოთხოვნა  აღნიშნულ მომსახურებაზე, რის შედეგადაც  გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი   ქონების მართვის სააგენტოსთან.  სერვისის მიღება ამ ეტაპზე  მარნეულის იუსტიციის სახლშია   შესაძლებელი  და მომსახურება  სრულიად უფასოა",-განაცხადა  იუსტიციის სახლის  აღმასრულებელი დირქტორის  მოადგილე  ირაკლი ლომიძემ.
როგორც სახელმწიფო ქონების  ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ეკატერინე სისაურმა,  განაცხადა,  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს  უმთავრეს პრიორიტეტს წარნოადგენს, იყოს ხელმისაწვდომი და  მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით,  სწრაფი და  და ეფექტური   მომსახურება შესთავაზოს.
"სწორედ  ამიტომ იუსტიციის სახლთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც  იუსტიციის   სახლის მარნეულის  ფილიალში  პროექტის საპილოტე ვერსიის  დანერგვას გულისხმობს. აქ მოქალაქეებისთვის  ხელმისაწვდომი იქნება  სააგენტოს შემდეგი სერვისები: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის აუქციონის  ფორმით პრივატიზება ან/და  იჯრით აღება; სახელმწიფოს წილობრივი  მონაწილეობით შექმნილი საწარმოს წილის/აქციების/ აუქციონის  წესით პრივატიზება; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს  წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემა; სახელმწიფო ქონების გადაცემა  კერძო საკუთრებაში არსებულ  ქონებაში",-აღნიშნა  სახელმწიფო ქონების  ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ, ეკატერინე სისაურმა, და აქვე დასძინა, რომ 12-ვე იუსტიციის სახლში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები წლის ბოლომდე დაინერგება.
აღსანიშნავია, რომ  იუსტიციის სახლის მარნეულის ფილიალის  საპილოტე რეჟიმისთვის შერჩევა, ამ რეგიონში  მომხმარებლის მიერ  სახელმწიფო ქონების   ეროვნული სააგენტოს  სერვისზე  არსებულმა  დიდმა მოთხოვნამ  განაპირობა. საპილოტე რეჟიმის დასრულებისთანავე, სერვისი  იუსტიციის სახლის ყველა  ფილიალში წარმატებით დაინერგება და  სახელმწიფო ქონების  ეროვნული სააგენტოს სერვისი  საქართველოს ყველა  რეგიონში ხელმისაწვდომი გახდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics