09:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 18:35:36, 1360 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საუდის არაბეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრს მისი კოლეგის, სამეფო უდიდებულესობა მემკვიდრე პრინცის, პრემიერ მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის, მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მოწვევა გადასცა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics