09:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 14:12:09, 1455 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ფოტოვოლტური ელექტროსადგური დამონტაჟდება

საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება. თავდაცვის მინისტრმა საგრანტო განაცხადის დამტკიცების შესახებ ოფიციალური წერილი სააქციო საზოგადოებისგან „ვიასოლის ენერგია“ მიიღო.

"ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგრანტო პროექტი კარბონის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით, ვაზიანში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს. პროექტის დაფინანსება კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საგრანტო თანხა 417 384 ევროს შეადგენს, რომელიც ვაზიანში 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის დამონტაჟებას მოხმარდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 673 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს, დარჩენილ თანხას კი, სააქციო საზოგადოება „ვიასოლის ენერგია“ გაიღებს. პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს.

თავდაცვის უწყება აქტიურად გეგმავს ელექტროენერგიის მიღების ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხარჯების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ყველა დიდ ბრიგადაში იგეგმება." - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics