10:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 11:44:16, 581 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურა ვის ბრალეულობასაც გამოკვეთს, ყველა დაისჯება

„ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურა ვის ბრალეულობასაც გამოკვეთს, ყველა დაისჯება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გომელაურის თქმით, სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელზე პროკურატურას ეჭვი აქვს.
"მიმდინარეობს გამოძიება, მე ბრალს ვერავის დავდებ, თუნდაც ვაზაგაშვილის საქმე ავიღოთ. თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება. ბრალს უყენებს პროკურატურა, ეჭვის დონეზე, ჩვენ რომ ადამიანები სამსახურიდან გავათავისუფლოთ, სწორი არ იქნება. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა, სამსახურიდან მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მათ გვარებს აღარ გავიმეორებ, უკვე ყველამ იცის, მოხდა მათი სამსახურებიდან განთავისუფლება, დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავენი, ყველა დაისჯება. ისიც კი დაგვაბრალეს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო და შემდეგ პროკურატურამ წაიღო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თავიდანვე პროკურატურამ დაიწყო საქმის ძიება",-აღნიშნა გომელაურმა „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს.  სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებაშია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი. პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ადვოკატი დარეჯან გელაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ  ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძისა და კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics