2021-03-20 17:09:32, 2299 ნახვა
სპორტი
„ბორჯღალოსნება“ რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხეს
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის მესამე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხეს.
პირველ ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უპირატესობით დაიწყო, აბჟანდაძის ორი საჯარიმო დატყმითა და ტაბუცაძის ლელოთინ, მატჩის დასაწყისშივე ანგარიში 11:0 გახდა, საქართველოს სასარგებლოდ.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 16:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, თუმცა ტაიმის მიწურულს ნინიაშვილმა სადებიუტო ლელო დადო და საბოლოო ანგარიში 23:6 საქართველოს სასარგებლოდ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები რაბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილში 14 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 28 მარტს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის არენაზე , რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,