2020-03-20 20:02:13, 10220 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - დღეს საღამოსთვის კეთდება 8 პაციენტის ტესტირება კორონავირუსზე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საღამოსთვის ტესტირება 8 პაციენტს ჩაუტარდება.
მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტების ტესტირება 18-19 დღის ფარგლებში ხდება.
„დღეს საღამოსთვის უკვე კეთდება 8 პაციენტის ტესტირება. მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენს ცენტრში ჩვენი ლაბორატორია აკეთებს ტესტირებას. პირველი პაციენტის ჩვენთან შემოსვლა დაფიქსირდა 26 თებერვალს და აქედან 1-2 დღის ინტერვალით ემატებოდა ახალი პაციენტი. აქედან გამომდინარე, თითქმის გასულია ზოგთან მე-16-ე, ზოგთან მე-15-ე და მე-18-ე დღე. ვინაიდან დაავადების ხანგრძლივობა გაგრძელდა უკვე მწერენ, რომ 2 კვირაში გამოჯანმრთელება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არ არის გამორიცხული. ვინაიდან საუბარია გახანგრძლივებაზე ჩვენ არ ვჩქარობთ და გარკვეულწილად ტესტირებას ვაწარმოებთ 18-19 დღის ფარგლებში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,