22:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 14:03:34, 1101 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახლების გეგმის მომზადება უახლოეს დღეებში დასრულდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახლების გეგმის მომზადება  უახლოეს დღეებში დასრულდება.

როგორც ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე იდენტიფიცირეებულია სახლები, რომლებიც სტიქიის შედეგად განადგურდა და ასევე ის სახლები, რომელიც ავარიულია.

ამასთან, ნარმანიას თქმით, მერიის პრიორიტეტი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების უზრუნველყოფა იქნება.

„ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს ისევე როგორც მიმდინარეობს დასახლების გემის მომზადება  და ეს გეგმა უახლოეს დღეებში იქნება მზად. ჩვენ გამოვყავით და იდენტიფიცირებულია ის სახლები, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს და მდინარემ წაიღო. ასევე იდენტიფიცირებულია ის სახლები.  მისი გამაგრება და იქ შესახლება შეუძლებელია. ამიტომ  პირველი რიგის პრიორიტეტები  ასეთი სახლების და ამ ადამიანების  ბინების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი შემდგომი საქმიანობა იმ შემოწირულობების ფარგლებში და იმ რესურსების ფარგლებში, რომელიც აკუმულირებულია შესაბამის ანგარიშებზე. რაც შეეხება სახლებს, რომლებზეც დასკვნა დადებითია, ასეთი სახლების შეკეთებასთან დაკავშირებით რაიონული გამგეობები იმუშავენებ. სამუშაოების დასაწყებად გარკვეული რესურსები უკვე გამოვყავით და დღეს საკრებულოში ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცების შემდგომ გამგეობებს შეეძლებათ შესაბამისი სამუშაოები დაიწყონ“,-განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ თბილისის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი აისახება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იქნა გამოყოფილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics