2015-06-15 10:33:56, 1049 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა ქართველი ხალხისთვის დახმარების აღმოსაჩენად მზადაა
უკრაინის პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილში პეტრო პოროშენკო თბილისში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვამს მოძმე ქართველი ხალხისთვის თავსდატეხილ უბედურებას და მზადაა მათთვის დახმარების აღმოსაჩენად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან