2015-03-13 12:40:31, 1081 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ „ზოლოტაია კორონას“ გზავნილების სისტემას შეუერთდა
„ვითიბი ბანკი“ „ზოლოტაია კორონას“ გზავნილების სისტემას შეუერთდა.
“ზოლოტაია კორონა”-ს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემით შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, უცხოური ვალუტის გაგზავნა და მიღება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ვიეტნამი, საბერძნეთი, ისრაელი, ნეპალი, თურქეთი, ჩეხეთი.
გზავნილის განხორციელება შესაძლებელია: აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში.
გზავნილის ტარიფი 1%-დან იწყება და დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე და ტრანზაკციის მიმართულებაზე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერი ფილიალიდან.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, „ვითიბი ბანკი“ სწრაფი ფულადი გზავნილების ცხრა სისტემაშია ჩართული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან