23:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 09:46:04, 2068 ნახვა

სპორტი
ღარიბაშვილი: ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ხელს უწყობს წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს რთული ვითარება მხოლოდ ჩვენთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული  რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევ  მიზეზებზე მოსახლეობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთლიანად რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც საქართველოზეც გავლენას ახდენს. პრემიერმა ტელევიზები ამჯერადაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი  სცდილობს, ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს რთული ვითარება მხოლოდ საქართველოშია.

"სამწუხაროდ ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მთლიანად რეგიონშია.უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, ბუნებრივია  ჩვენთანაც. ის კიარა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. თურქეთი მინდა აქვე აღვნიშნო. ასე რომ, ჩვენ  სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ  მოსახლეობას. კარგად  გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ამას პირიქით ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს  არ აუხსნან, თუ რა ხდება რეგიონში და წარმოაჩინონ სიტუაცია,  თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია რთულად ვითარება. რაც მიმაჩნია, რომ არის  ძალიან დიდი ტყუილი და ამას სჭირდება  კარგი ახსნა-განმარტება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics