19:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 21:21:08, 3611 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებას და ივანიშვილის რეჟიმს ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. 

უწყების განცხადებით გრანტების რუსული კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ პრიციპებთან და საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან. 

"საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა ეფექტურად შეაფერხებს ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ძირითად სამოქალაქო საქმიანობას და ხელს შეუშლის პოლიტიკურ აქტივობას. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი. შვედეთი კვლავ რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად" - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics