10:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-20 12:12:05, 900 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ ჭიათურის პროტესტის 4-ვე მონაწილე დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა 4-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

საუბარია მერაბ სარალიძეზე, გიორგი ნეფარიძეზე, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში - მათ სასჯელის სახით 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს - მოსამართლემ ისინი დამანშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და მათ სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი], ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics