01:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 12:57:32, 2728 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას  აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ, ოთარ ჭილაძის N9-ში ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 17.2 მლნ. დოლარს შეადგენს,  საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 12.2 მლნ. დოლარია.

აღნიშნული პროექტი 3,668  კვ.მ -ზე  19 სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საერთო ჯამში 114 ბინას, სასტუმროს ნომრებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს.  სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის პარტნიორები ვყოფილვართ. ამჯერად, კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს, რომელიც როგორც ბინებს, ასევე სასტუმროს ნომრებს გააერთიანებს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ქუჩაზე მდებარეობს და ის არქიტექტურით, მრავალფუნქციურობითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. სამომავლოდ, კომპანია არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აღნიშნული სექტორის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics