|
2025-11-04 15:43:40, 620 ნახვა
ეკონომიკა
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსის მეორე ნაკადზე, მომავლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა და AI ტექნოლოგიების შესწავლა 150 მოსწავლემ დაიწყო. AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან - პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო. წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა - მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისის და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს. კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებას და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს გზას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)