2025-10-29 13:35:46, 1040 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მასწავლებელ ნინო დათიაშვილს 5000 ლარის გირაო შეუფარდა
სასამართლომ მასწავლებელ ნინო დათიაშვილს 5000 ლარის გირაო შეუფარდა, ამ თანხის გადახდისანავე დათიაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდება.
დღევანდელ პროცესზე მას ჯდომა აღარ შეეძლო და დასახმარებლად მეორე სკამი მოითხოვა, "წელი მწყდება" - თქვა მან პროცესის მიმდინარეობისას.
ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო დათიაშვილის გირაოს თანხა საზოგადოებამ შეაგროვა.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,