12:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 17:47:06, 814 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზას ესტუმრა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით ბაზაზე მუსლიმებისთვის სამლოცველო კუთხე გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მარნეულის რაიონის მთავარი ახუნდი აზიზ ნაბიევი, ქვემო ქართლის მუფთი ეთიბარ ემინოვი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალი მამედოვი დაესწრნენ.

„ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს სალოცავი კუთხის გახსნა. მარნეულში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მსახურობს და ბუნებრივია, ამ სახელმწიფო ინიციატივის განსაკუთრებული ინტერესი, სწორედ, აქ იყო. პირველ რიგში სამხედროებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც განსაკუთრებით ტოლერანტული ქვეყანა, ქვეყანა, სადაც უმნიშვნელოვანესია მისი ყველა მოქალაქის რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება და პატივისცემა, ამგვარი სამხედრო ნაწილებით კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს ადგილს. კიდევ უფრო მეტი გზავნილი იქნება ეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის იმის შესახებ, თუ როგორი ქვეყანა ვართ სინამდვილეში, როგორ დემოკრატიას ვაშენებთ და რამდენად თავისუფალია საქართველოში რწმენის და აღმსარებლობის გამოხატვა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics