23:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 20:19:29, 987 ნახვა

რეგიონი
წალენჯიხის ვიცე-მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ მუნიციპალიტეტი - ვიდეო

წალენჯიხის ვიცე-მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ მუნიციპალიტეტი და ხელი არ შეუშალონ როგორც სპეცტექნიკის, ასევე სასწრაფო-სამაშველო დახმარების მანქანების გადაადგილებას - ამის შესახებ თამარ ბელქანია Facebook-ის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

"ვიმყოფები წალენჯიხის შემოსასვლელში. როგორც ხედავთ, ძალიან სერიოზული სტიქია უტევს წალენჯიხასაც, აღმართი რამდენჯერმე გაიწმინდა, მიუხედავად ამისა, ძალიან რთული ვითარებაა, რამდენიმე მანქანა მოცურდა. მოგიწოდებთ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ნუ დატოვებთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს იმ საბურავებით, რომლებსაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ გააჩნია.

აუცილებელია, კვლავ გაიწმინდოს გზა "გრეიდერით", რაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, იმისთვის რომ სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმოძრაოს შეუფერხებლად. მთელ მუნიციპალიტეტში მუშაობს ყველა ის ტექნიკა, რომლითაც შეგვიძლია, რომ გზები გავწმინდოთ... მიმდინარეობს გზების გაწმენდა, გთხოვთ ნუ შეუშლით ხელს. ძალიან რთულია თხელი საბურავებით ამ დაღმართზე ჩასვლა, ამიტომ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ძალიან გთხოვთ, ნუ შეაფერხებთ "გრეიდერს", რომელიც პრაქტიკულად შეუსვენებლივ მოძრაობს", - ამბობს თამარ ბელქანია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics