2024-03-01 18:40:31, 1254 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, 1,000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. ამჟამად, გზაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება.

"პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),