23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 11:31:18, 1137 ნახვა

მსოფლიო
პრორუსმა სეპარატისტებმა დონბასის დასახლებული პუნქტები დაბომბეს

დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალები და დასახლებული პუნქტები ისევ დაბომბეს.

უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლს "გრადის" ტიპის სისტემიდან პერიოდულად ხსნიდნენ. დაიბომბა რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტი.

ლუგანსკის მიმართულებით, საარტილერიო დაბომბვის დროს რამდენიმე შენობა დაინგრა.

გარდაცვლილების ან დაჭრილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, გუშინ, დებალცევოს დასახლებულ პუნქტებში "ბოევიკების" შეტევას შვიდი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics